fbpx Настройки для людей с ограниченными возможностями

კომპანიის შესახებ

კომპანია FAMILIA IPS არის თანამედროვე დინამიურად განვითარებადი სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ახორციელებს ამანათების მიწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისეთი ქვეყნების ჩათვლით, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო, უკრაინა.

ნაყოფიერი მუშაობის მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით არამხოლოდ დაგვეგროვებინა გამოცდილება ნებისმიერი სირთულის ტვირთგადაზიდვების ორგანიზებაში, არამედ მოვიპოვეთ უამარავი კლიენტის პატივისცემა და ნდობა. დღეისთვის ჩვენ გთავაზობთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურების სრულ სპექტრს საერთაშორისო მიმართულებებით ტვირთგადაზიდვების სფეროში, როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე კერძო პირებისთვის.

ჩვენი კომპანია მუდამ სთავაზობს კლიენტს მომსახურების მაღალ ხარისხს, ვალდებულებების მკაფიო განსაზღვრას, აგრეთვე გადაუდებელი და არასტანდარტული ამოცანების სწრაფი გადაწყვეტის უნარს, მოხარულები ვიქნებით თუ თქვენც შემოუერთდებით ჩვენს კლინეტთა რიგებს!


ეთიკის კოდექსი

ჩვენ ვართ სამართლიანი და
კეთილსინდისიერი კონკურენციის მომხრეები

კონკურენტული ბრძოლის მეთოდები, რომლებსაც იყენებს კომპანია «FAMILIA IPS» ყოველთვის იქნება კანონიერი და ეთიკური.
პარტნიორებთან, კლიენტებთან, მიმწოდებლებთან ურთიერთობის დამყარება ეფუძნება პასუხისმგებლობის და დისციპლინის პრინციპებს.
პატიოსნება და სამართლიანობა ყველა ჩვენი პარტნიორის მიმართ – წარმოადგენს ჩვენი მუშაობის წესს.

ჩვენი ეთიკური ქცევის ნორმები გამოხატულია მუშაობის მკაცრი წესებითა და პრინციპებით:

  • საჭირო ინფორმაციის კანონიერი გზით შეგროვება
  • დაცული იქნას ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა
  •  არ იქნას გამოყენებული უსამართლო გამოხმაურებები კონკურენტების მისამართით
  • არ იქნას გამოყენებული ყალბი რეკლამა

საწყობი

კურიერის მიერ ამანათის გადმოცემის მომენტიდან თქვენ აბსოლუტურად დარწმუნებული იქნებით იმაში, რომ თქვენი ნივთები არის უვნებელი და ხელუხლებელი.
ამანათები გამოგზავნამდე განთავსებულია მშრალ და კარგად განიავებად საწყობში 24/7 ვიდეოთვალთვალის ქვეშ.

ჩვენი სასაწყობე სათავსები:

  • შეესაბამება უსაფრთხოების სტანდარტების ყველა მოთხოვნას
  • სადღეღამისო მეთვალყურეობა და დაცვა
  • განთავსების დიდი ფართობი
  • ნათელი და მშრალი სათავსები
  • თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობა დოკუმენტაციის დასამუშავებლად და ტვირთის გასაგზავნად.
  • ადრესატის შეტყობინება ტვირთის ჩამოსვლის შესახებ
  •  ყველაზე ხელსაყრელი პირობები სხვადასხვა სახის ტვირთების ხანგრძლივი შენახვისთვის.

ვადები და ფასები

ჩვენ გთავაზობთ თითოეული კლიენტისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, მისი მოთხოვნებიდან გამომდინარე.
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ტვირთის გაგზავნისა და მიღების პირადად თქვენთვის ხელსაყრელი საშუალება.

  • საზღვაო გადაზიდვა
  • საჰაერო გადაზიდვა
  • ექსპრესს მიწოდება
    • კარიდან კარამდე
    • კარიდან საწყობამდე.

უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ოპერატორებისაგან. კომპანია Familia ips ltd -ს ფასების პოლიტიკა გამჭირვალეა.
ტვირთის მიწოდების ღირებულებაზე ზეგავლენას ახდენს ფაქტორები, რომელთა განხილვა ხდება კლიენტთან წინასწარი გასაუბრების დროს.
მიწოდების ღირებულების შესახებ ინფორმაცია წინასწარ თქვენ ასევე შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენი ოპერატორებისაგან.

იურიდიული
ინფორმაცია

პირადი ნივთების და ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებას კომპანია «Familia IPS  ltd»   ახორციელებს ისრაელის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სასარგებლო ინფორმაცია გამგზავნთათვის:

ჩვენი პარტნიორები არიან უმსხვილესი სატრანსპორტო-საექპედიციო კომპანიები

ამანათების მართვის პანელი

ისრაელში საწყობზე

საბაჟო გაფორმება

გზაშია

მიმღების ქვეყანაში
ჩასვლა

მიმღების ქვეყანაში
საბაჟო გაფორმება

განაწილების საწყობში

მიტანილია

კურიერის გამოძახება

სახელი

ელ.ფოსტა

ტელეფონი

ქალაქი

თქვენი შეტყობინება

Authorization
*
*
Registration
*
*
*
Password generation